вторник, 15 ноября 2011 г.

ვიმოგზაუროთ საქართველოში


 

მთავარი იდეა – შეისწავლიან საკუთარი სამშობლოს ღირსშესანიშნაობებს,გაეცნობიან  საქართველოს კუთხეების ტრადიციებს და კულტურას,ისტორიულ  ძეგლებს.

აქტუალობა – პროექტი აქტუალურია, რამდენადაც მიზნად ისახავს ტურიზმის                                               განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას

მიზანები – მოსწავლეებმა შეისწავლონ და დაახასიათონ საკუთარი ქვეყნის                                                 ღირებულებები, შეიძინონ კვლევისა და კრეატიული აზროვნების უნარი

 ასაკი – მე–6 კლასი

ვადები – ერთი თვე

შედეგები – შეიქმნება სარეკლამო ბუკლეტები, სადაც განთავსდება შესაბამისი      დავალება

რესურსები – ფერადი ქაღალდები, მუყაო,ფერადი ფანქრები და სხვა
                           სახელმძღვანელო 5–6 კლასის ჩვენი საქართველო
                           google.com           ka.wikipedia.org
აქტივობა –

1 ეტაპი:პროექტის განმარტება და დავალების განაწილებამოსწავლეები ირჩევენ გეოგრაფიულ და ისტორიულ ობიექტს.

2 ეტაპი–ხდება ამ ობიექტების გადარჩევა , ცვლილებების შეტანა გამეორების თავიდან აცილების მიზნით

3 ეტაპი–მოიძიებენ ინფორმაციას ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის,ჰავის ,კლემატის, ბუნებრივი რესურსების შესახებ

4 ეტაპი– მოხდება ამ მასალის კორექცია ,გადამუშავება ,შესწორება ერთობლივი ძალებით და განმავითარებელი კომენტარების დართვით

5ეტაპი –დავალება;მოიძიონ ისტორიული ინფორმაცია ობიექტის შესახებ, თუ საჭიროა აიღონ ინტერვიუ (თუ საკუთარი სოფლის პრეზენტაციას მოახდენს ) ხდება მოძიებული მასალის შესწორება, მითითებების მიცემა

6 ეტაპი– ფოტო მასალის მოკვლევა, ფოტოების გადაღება,გეოგრაფიული რუკის დახატვა და ა. შ.
7 ეტაპი–.ბუკლეტის ყდის გაფორმება, დიზაინს  ერთობლივად შევარჩევთ

საგნებთან კავშირი – ხელოვნება

პროექტის ხელმძღვანელი – თინათინ გაგნიძე

ელ.ფოსტა – tinikogagnidze@gmail.com

ბლოგი – თინიკო გაგნიძე